მამუკა მდინარაძე: მომავალში ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რადგან ქვეყანას ექნება ევროპული ტიპის კონსტიტუცია

“მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რადგან საქართველოს დღეიდან ექნება ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონსტიტუცია, რომელიც მართლაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ელოდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა უმრავლესობა მზადაა, ეს ვეტოც დაძლიოს. „ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და ბუნებრივია, ვერ მივუთითებთ მას, მაგრამ რადგან ვიცით, რომ ეს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული, ევროპული ტიპის კონსტიტუციაა, ნებისმიერ შემთხვევაში დავძლევთ ვეტოს და უზრუნველვყოფთ, რომ კონსტიტუციამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იმუშაოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციურ პროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები