მამუკა არეშიძე: „პატრიოტთა ალიანსი” რისთვის მიდის მოსკოვში და რა აქვს სათქმელი არ ვიცი

მე ყოველთვის მხარდამჭერი ვიყავი დიალოგის წარმოების რუსეთთან, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
არეშიძე „პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. ექსპერტი რუსეთთან მოლაპარაკებას დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტები ჯერჯერობით საგნობრიობას მოკლებულია.
„პატრიოტთა ალიანსი” რისთვის მიდის მოსკოვში და რა აქვს სათქმელი არ ვიცი, ვიცი, რომ ხელისუფლება ამას არ ეთანხმება. რუსეთის სამხედროები აწარმოებენ ტერიტორიების და ხალხის ასიმილაციას და მათ ხელისუფლებას რაზე უნდა ესაუბრონ არ ვიცი. თუ ეს „პატრიოტთა ალიანსის” დამოუკიდებელი ინიციატივაა და ჩვენი ხელისუფლების ინტერესი არ დგას ამის უკან, მე ვთვლი, რომ მათი ვიზიტები არასაგნობრივი იქნება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები