„გერმანია დიდ ინტერესსა და მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ და გიორგი კვირიკაშვილის ანგელა მერკელთან შეხვედრით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება”

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ინტენსიური გახდა, გაღრმავდა. ამაზე მიუთითებს გერმანიასა და საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილი შეხვედრაზე საუბრის თემა იქნება ორმხირივი ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და სამომავლო ურთიერთობები, რომლებიც მრავალმხრივ ფორმატში მოიაზრება.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ინტენსიური გახდა და გაღრმავდა. ამაზე მიუთითებს მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები გერმანიასა და საქართველოში, ამაზე მიუთითებს გერმანიის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებისა და ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, ამ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის კონკრეტული შედეგი ვიზალიბერალიზაციის დროს, გერმანია ის სახელმწიფო იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად გადაწყვიტა ეს საკითხი. მომავალში ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ამ პროცესის გაგრძელებაა პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, სამომავლო ურთიერთობები, რომლებიც მრავალმხრივ ფორმატებში მოიაზრება. ფაქტია ის, რომ გერმანია დიდი ინტერესსა და მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ და ამ შეხვედრით ეს კიდევ ერთხელ დასტურდება. ასევე ლიდერები ისაუბრებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე”, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები