მამუკა არეშიძე: დღეს ძირითადი დარტყმის ობიექტი ევროპაა, უახლოეს მომავალში იგეგმება დარტყმის განხორციელება შუა აზიაზე

„დღეს ძირითადი დარტყმის ობიექტი ევროპაა, უახლოეს მომავალში იგეგმება დარტყმის განხორციელება შუა აზიაზე”, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკურმა ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.
მამუკა არეშიძე ერაყსა და სირიაში მომდინარე მოვლენებს ეხმაურება და პროგნოზირებს, რომ ბრძოლა მალე ავღანეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.
“დღეს ევროპაა ძირითადად დარტყმის ობიექტი, განსაკუთრებით ძველი ევროპა და უახლოეს მომავალში საფრთხე შუა აზიას ემუქრება – თურქმენეთი, ტაჯიკეთი. ჩვენს სხვა გამოწვევა გვაქვს. არ ვიცი რამდენად მართებულია საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელის პროტესტი აქ მყოფი აზიელების მიმართ. ეს ხალხი ვინც აქაა ჩამოსული, ძალიან ორგანიზებულები არიან​. ამ ადამიანებმა შეძლეს ბოლო დროის განმავლობაში იმდენად კარგად ორგანიზება, რომ მიაღწიეს თავის საზოგადოების ჩამოყალიბებას თავისი სტრუქტურებით. გერმანიისთვის და ამერიკისთვის ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემა, საქართველო არ არის ძლიერი სახელმწიფო და მას არ შეუძლია ასეთი წარმონაქმნის გადახარშვა”, -განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები