წყალტუბოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 88 წლის ქალი გარდაიცვალა

წყალტუბოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 88 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თვითმკვლელობის მიზნით ცეცხლი განზრახ გააჩინა და თავი დაიწვა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები