დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი და შსს-ს დამატებითი ძალები ჩაერთვნენ

 დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, დილიდან, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.
ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს შსს-ს ვერტმფრენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები