გიორგი ბირბიჩაძე: კახი კალაძის პროგრამული ხედვა, ქალაქის საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის N 03 ოლქის (ვაჟა–ფშაველას კვარტლები და ნუცუბიძის ფერდობი) მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ბირბიჩაძე გუშინ ვაჟა–ფშაველას I კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად რაიონში არსებულ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უკვე განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამისა, დღეს ვაკის რაიონში გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები მაინც რჩება მოსაგვარებელი, რაც დროულ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის პროგრამული ხედვა, სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს და წარმოდგენილი პროგრამული ხედვის 7 ძირითადი მიმართულება ქალაქის საჭიროებების სიღრმისეული ანალიზით არის შედგენილი. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვაკის რაიონის მცხოვრებლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ ფაზაშია შესული. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს და ვსაუბრობთ, როგორც ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე, მათი დაძლევის გზებზე. ადგილობრივი თვითმმართველობა, სწორედ, ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობითა და მონაწილეობით ქალაქის მართვას გულისხმობს, შესაბამისად, მოქალაქეების როლი ამ ყველაფერში დიდია. უპირველესი კი, რაც მომავალში ქალაქის სწორი და თანმიმდევრული განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი – 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა და სწორი არჩევანის დაფიქსირებაა“,– აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ ვაჟა–ფშაველას I კვარტალში გამართული შეხვედრისას.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის N 03 ოლქის (ვაჟა–ფშაველას კვარტლები და ნუცუბიძის ფერდობი) მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ვაჟა–ფშაველას მცხოვრებლებისთვის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად,ასევე, სანიაღვრე ქსელების მოწყობა–მოწესრიგება რჩება, რაც უმოკლეს ვადაში უნდა მოგვარდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები