მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე 130 დოლარით დაჯარიმდა

საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლომ ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლე იური ბილოუსის გადაწყვეტილებით, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასასამართლოს წინაშე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით წარსდგა, 3400 გრივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც 130 აშშ დოლარს უდრის. მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები