ემირ კუსტურიცა, სტივენ სიგალი, ზურაბ წერეთელი და რუსი მომღერლები უკრანისთვის საფრთხის შემქნელებად დასახელდნენ

უკრაინის კულტურის სამინისტრომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით იმ ადამიანების ნუსხა გამოაქვეყნა, რაც მათი თქმით ქვეყანას საფრთხეს უქმნია.

უკვე არსებულ ნუსხას კიდევ 27 ადამიანი დაემატა მათ შორის არიან სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი, რუსი მომღერლები, მოქანდაკე ზურაბ წერეთელი და დიდი თეატრის ბალეტის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძეც.

ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის კულტურის სამინისტრომ საფრთხის შემცველ პირთა ნუსხის შექმნა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და მასში რუსეთში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ. დეკემბრის ბოლოს ნუსხა განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები