მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო სუბიქტებთან შეხვედრებს იწყებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში იწყებს შეხვედრებს საარჩევნო სუბიექტების ლიდერებთან, რათა მათ გაუზიაროს ინფორმაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
აღნიშნულის მიზნით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საარჩევნო სუბიექტ – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს – კახა კუკავასა და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარეს – არნოლდ სტეფანიანს შორის.
„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს გაუზიარა ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებში წინასაარჩევნო სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებების, ტენდენციების, სიახლეებისა და გამოწვევების თაობაზე.
გარდა აღნიშნულისა, მან ასევე ზოგადად მიმოიხილა საერთო-სამოქალაქოუმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში არსებული ელექტორალური და პოლიტიკური პროცესები.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კახა კუკავამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონები არსებულ პროცესებთან მიმართებაში.
შეხვედრის დასასრულს არნოლდ სტეფანიანმა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღეს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი სადამკვირვებლო პროგრამის დაფარვის არეალისა და საარჩევნო უბნებზე მივლინებულ დამკვირვებელთა ოდენობის თაობაზე.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები