ირაკლი კობახიძე: ქართული კონტექსტის გააზრება არაა იოლი ისეთი ექსპერტებისთვის, ვისაც შეხება რ ჰქონიათ ქართულ რეალობასთან

“ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ეხება რამდენიმე არასაკვანძო საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისია რეკომენდაციას ძალაში ტოვს რეკომენდაციებს რეგიონულ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
”ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ეხება რამდენიმე არასაკვანძო საკითხს. პირველი ეს არის, რეგიონული პარტიების აკრძალვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია, რომ კონსტიტუციის დონეზე უნდა იყოს აკრძალული ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება.”
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი საკითხი ვერ მოერგება მსოფლიო პოლიტიკას, რადგან ქართული რეალობიდან გამომდინარე.
მისივე ინფორმაციით ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომედაცია მიუღებელი იყო.
“ჩვენ ვიცით როგორია ქართული კონტექსტი და ბუნებრივია, შესაძლოა არ იყოს ქართული კონტექსტის სათანადოდ გააზრება იოლი ისეთი ექსპერტებისთვის, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ ქართულ რეალობასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიების შექმნა ტერიტორიული ნიშნით უნდა იყოს აკრძალული საქართველოს კონსტიტუციით. მეორე რეკომენდაცია ეხება იმას, რომ პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში.
ჩვენთვის ეს რეკომენდაციაც იყო მიუღებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აზრით, მაღალი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამორიცხვა ამ პროცესიდან. ამის გამო არ იყო გაზიარებული ეს რეკომენდაცია. მესამე რეკომენდაცია ეხება საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიკვიდაციას. აქ შესაძლოა იყოს თარგმანის პრობლემა და შესაძლოა ერთმანეთში იყოს აღრეული ლიკვიდაცია და აკრძალვა და შესაძლოა ამას ეფუძნება რეკომენდაცია.
ჩვენ მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი საკითხიც სათანადოდ არის მოწესრიგებული. ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია შეეხება რწმენის თავისუფლებას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ უნდა იყოს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით სტანდარტებს შეესაბამება ჩვენი ახალი რეგულაციები და შესაბამისად, დარჩა ძალაში ის ნორმები, რომელიც იყო წარმოდგენილი.
შემდეგი საკითხი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდული აქვს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილება. ამ კუთხით ჰქონდა ვენეციის კომისიას რეკომენდაცია. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვიცით კარგად ქართული რეალობა, ქართული პრაქტიკა და ის რისკები, რომლებიც გვახსოვს უახლოესი წარსულიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შედის ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში და აქედან გამომდინარე გადაისინჯა სწორედ შესაბამისი ნორმა.
კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტის ზედა პალატის შემოღებას. აქაც ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. ზედა პალატის ფუნქცია ჩვენი ტიპის ქვეყანაში შესაძლოა იყოს რეგონული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 2 რეგიონი არის ოკუპირებელი, ბუნებრივია ყოველგვარ აზრს არის მოკლებული პარლამენტის ზედა პალატის არსებობა.
აქედან გამომდინარე, სრულიად რაციონალურად არ იყო გაზიარებული ეს რეკომენდაცია. კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა მიწის საკითხის მოწესრიგებას. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის ისეთი სახით მოწესრიგება, როგორც ეს არის მოწესრიგებული ახალი რეგულაციებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალაში ვტოვებთ მიწასთან დაკავშირებულ ნორმებს, რომლითაც იზღუდება არამოქალაქეებზე მიწის გასხვისება. არც ერთ ამ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები