საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

0

წაღვერში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში ხანძარი გაჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვადასხვა რეგიონის მეხანძრე-მაშველების და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება.
ხვალ დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანაშრომელი და საჭიროების შემთხვევაში, შსს-ს ავიაციაც ჩაერთვება.”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი