ირაკლი კობახიძე: 5%-იანი საარჩევნო ბარიერით საარჩევნო სისტემა სრულიად შეეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის პროგრესული ნაბიჯი, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში არ გადაუდგამს. ”კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესული ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები