ირაკლი კობახიძე:ვენეციის კომისიის დასკვნაში უაღრესად დადებით არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი.-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდიციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.
“საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში არის დადებითად შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის მიერ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები