კარდაკარის ფარგლებში ლევან დავითაშვილმა ვაზისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ვაზისუბნის დასახლების პირველი მიკრორაიონის 20ა კორპუსის მცხოვრებლებთან „კარდაკარ“ შეხვედრები გამართა.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ და გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ის „კარდაკარ“ შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და მისი პრიორიტეტი, გამარჯვების შემთხვევაში, იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობასთან თანამშრომლობა და პირდაპირი კომუნიკაცია იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები