ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ორგანიზაციის მემკვიდრეობით მართვის წინააღმდეგია

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის დავით ლანჩავას განცხადებით, რაც არ უნდა ცხელი არჩევნები გაიმართოს, ის არასდროს გადავა იმ ზღვარს და ნორმებს, რაც ურთიერთობებს დააზიანებს.
მისი თქმით, ის და მისი გუნდი არ ებრძვიან ადამინებს, ებრძვიან ხედვებს და მიდგომებს.
„ჩემთვის მიუღებელია შენს პირად შეხედულებებზე ორგანიზაციის მართვა და შენი სუბიექტური აზრის საჯარო განცხადებების სახით გაკეთება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ქმედებები პირდაპირ აისახება ადვოკატთა მთლიანი კორპუსის იმიჯზე და პრესტიჟზე. ასევე, მიუღებელია ასოციაციის მემკვიდრეობით მართვა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ზაზა ხატიაშვილი ერქმევა ასოციაციის პრეზიდენტს, თუ მისი მემკვიდრის სახელი. მთავარი ხედვა და მიდგომებია, რომელიც მემკვიდრეობით არ უნდა დარჩეს. ჩემთვის მიუღებელია ის მიდგომა, როცა ასოციაციის ხელმძღვანელი ისე წყვეტს რაღაც საკითხებს, კოლეგებს და ასოციაციის წევრების აზრი არ აინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა და მის მიერ დასახელებული მემკვიდრის ლობირება მიუღებელია. რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო, ლობირება არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს“, – განაცხადა გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში.
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები 2 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები