საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 20 წლისაა

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ სამსახურის სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა თანამშრომლები, რომლებიც უწყებაში დაარსების დღიდან მუშაობენ და მადლობა გამოუცხადა მათ.
ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვდნენ: ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამმართველოს, საქმისწარმოების განყოფილების უფროსი მანანა ჟვანია, ლოგისტიკის დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, ლაურა ახალკაცი, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის, სააღრიცხვო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარინე ნამგალაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის უფროსი სპეციალისტი ლარისა მოსიძე, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის სააღრიცხვო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი თეიმურაზ მამარდაშვილი.
საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, 1997 წელს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
2017 წლის ივნისის მონაცემებით, ვეტერანების, საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა (მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები,სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები) 70 138 ადამიანს შეადგენს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები