საპატრიარქო ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოში დროებით ჩამობრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23 სექტემბერს საქართველოში წმინდა დიდმოწამის, დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილის საქართველოში დროებით ჩამობრძანებასთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს მიმართავს.
„23 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ რა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილი წირვაზე, 11:00 საათზე მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.
ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმინდა ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი.
შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.
ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები