ვაკის რაიონში შიდა ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, შიდა ეზოებში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 მისამართზე, მათ შორის ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსის და ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსთან უკვე გამოიცვალა ბორდიურები, იგეგმება საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთება, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება, საქანელების, სკამების და სანაგვე ურნების განახლება. ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის XI კორპუსთან კი საბავშვო მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, ამ დროისთვის უკვე განახლდა სასრიალო, საქანელები, სკამები და მოედნის საფარი. სულ მიმდმინარე წლის ბოლომდე ვაკის რაიონში კიდევ 19 დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები