პოლიტიკის ანალიტიკოსი გაეროში კვირიკაშვილის გამოსვლას ბოლო ათწლეულების საუკეთესოდ გამოსვლად აფასებს

პოლიტიკის ანალიტიკოსის, ვაკა გორგილაძის შეფასებით, ბოლო ათეული წლების მანძილზე ასეთი საერთაშორისო დონის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა საუკეთესო იყო.
როგორც საუბარში გორგილაძემ აღნიშნა, პრემიერის გამოსვლამ დატოვა სრული განცდა იმისა, რომ საქართველო სწორი გზით და სწრაფად ვითარდება.
მისი თქმით, მან დაანახა მთელს მსოფლიოს, გლობალურ კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად სტრატეგიული მნიშვნელობა.
„პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად კონფლიქტებისა და მცოცავი ოკუპაციისა საქართველო იზრდება ვითარდება და ამასთან პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, თუ სხვა კონტექსტში. არგუმენტირებულად და ფაქტებით ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის ქმედებებზე, მიუხედავად ამისა განცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პირობა ამისა არის დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნება. მათთვის ადამიანური პირობების შექმნის ხელშეწყობა. რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვახსოვს უფრო მწვავე გამოსვლები და ეს მწვავე განცხადებები ძალიან ხშირად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა. ისიც კარგად გვახსოვს რითი მთავრდებოდა ასეთი პროვოკაციული გამოსვლები. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა იყო ისეთი, როგორიც შეეფერებოდა ქვეყნის პირველ პირს, პასუხისმგებლობით სავსე საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“,- განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერმა დაანახა მთელს მსოფლიოს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდიანრე სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხებში მათი კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ და ხელშეწყობისკენ მოუწოდა.
„ ეს იყო მთავარი სათქმელი. ამ თვალსაზრისით ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო გამოსვლა იყო. არგუმენტებით, ფაქტებით გაჯერებული, რეალობაზე დამაგრებული საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების და ანალიტიკური ჯგუფების დასკვნებით გამყარებული. მან ასევე ისაუბრა მართლმსაჯულების და განათლების სისტემაში წარმატებულ რეფორმებზე და სხვა იმ წარმატებებზე, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. პრემიერის გამოსვლამ დატოვა სრული განცდა იმისა, რომ საქართველო სწორი გზით და სწრაფად ვითარდება“ “,-აღნიშნავს ვაკა გორგილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები