„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

0

ზაჰესის ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდის მისასვლელ გზასთან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური  წყალსადენი დაზიანდა.
დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, მაგისტრალურ მილზე სამუშაოების დასრულებისთანავე, ზაჰესის ხიდის მისასვლელთან დაზიანებულ გზის საფარს აღადგენს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოებისთვის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 სექტემბრის დილით 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის კვარტლებს, თამარაშვილის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის და მიმდებარე ქუჩებს. ბაგებს და წყნეთს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი