კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეამ მიღწეული პროგრესი აღიარა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ერთხმად ქვეყანაში მიღწეული პროგრესი აღიარეს.
„პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსვლაში ძალიან დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების და მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიაპყრო კიდევ ერთხელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკას“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა 21 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას.
ქაცარავას თქმით, გაეროს ტრიბუნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მსოფლიო ლიდერებისთვის გაცნობის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
„გაეროს ტრიბუნა და ფორმატი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სადაც, შეგვიძლია, მსოფლიო ლიდერების წინაშე წარვდგეთ და ვისაუბროთ ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შესახებ როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსვლაში ძალიან დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების და მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიაპყრო კიდევ ერთხელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკას“- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე მსოფლიო ლიდერებმა საქართველოში მიღწეული პროგრესი ერთხმად აღიარეს.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სესიაზე მსოფლიო ლიდერებმა ერთხმად აღიარეს ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისევე, როგორც ისაუბრეს და აღნიშნეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და აუცილებლობის შესახებ“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ მიმდინარე სესიაზე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის გადმობარება იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს აღიარებს.
„ეს სესია იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რადგან საფრანგეთისგან ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გადმოვიბარეთ. ეს არის ინიციატივა, რომელიც ს 75 ქვეყანას აერთიანებს და ეს ცალსახად იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქაცარავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები