ირაკლი მექვაბიშვილი: ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო

„ჩვენი საქმიანობა იქნება დაფუძნებული 4 ძირითად ღირებულებაზე, ეს არის: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო.
„ჩვენი საქმიანობა იქნება დაფუძნებული 4 ძირითად ღირებულებაზე, ეს არის: პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა. გაძლიერდება აუდიტის სამსახურის ტექნოლოგიური ბაზა. ჩვენი საქმიანობის აქცენტი მინდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო. თუმცა, თუ რაიმე გადახვევა იქნება კანონთან, ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი მუშაობა დონორ და პარტნიორ ქვეყნებთან რამდენადაც შესაძლებელი იქნება გაძლიერდება. განსაკუთრებულად აქცენტს გავაკეთებთ ეფექტიანობის ამაღლებაზე, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ როგორ ნაწილდება გადასახადების გადამხდელებისგან მოზიდული თანხები“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, პარლამენტთან თანამშრომლობის ეფექტიანობა გაიზრდება.
„ჩვენი მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნება პარლამენტთან, ერთობლივად შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმებს, რომ ჩვენი დასკვნების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების კოეფიციენტი რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამაღლდეს”,- განაცხადა მექვაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები