ირაკლი კობახიძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი მიღწეულია

„მთავარი გარემოება იყო ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდებოდა 2020 წელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული.
„რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წლისთვის, ეს შეუძლებელი გახდა კონკრეტული გარემოებების გამო. მთავარი გარემოება იყო ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი, თუ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავიდოდით.
ასეთ კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა მანამდეც იცოდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული. მართალია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში სრულფასოვნად ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგად 2020 წლის შემდეგ არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები