არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის, ველოსიპედით მოსარგებლეთათვის დაცული იყოს

„კახა კალაძის და ჩვენი გუნდის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის, ველოსიპედით მოსარგებლეთათვის იყოს დაცული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე კალაძესთან ერთად დღეს განახლებული პეკინის გამზირზე იმყოფებოდა.
„კახა კალაძის და ჩვენი გუნდის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის, ველოსიპედით მოსარგებლეთათვის იყოს დაცული და ქალაქში მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს ხდება იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჩვენ დღეს არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს. ეს არის ის, რაც წარმატებულმა ქვეყნებმა უკვე გააკეთეს. დღეს ჩვენ ახალ ველობილიკზე გავივლით, რომელიც თბილისის მერიამ მოსახლეობის, განსაკუთრებით, ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გააკეთა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები