ეკა ბესელია: ყველა განცხადება უსამართლოა, რომ კონსტიტუციაზე ძალადობა ხდება

„ყველა განცხადება უსამართლოა, რომ კონსტიტუციაზე ძალადობა ხდება“ , – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს საკონსტიტუციო პროექტის ცვლილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე განმარტებით, იგი ვენეციის კომისიის მხრიდან საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კრიტიკულ დასკვნას არ ელოდება. ბესელიას განცხადებით, პროექტში ათეულობით ახალი ჩანაწერი გაკეთდა, რომელიც კომპრომისის შედეგად შემუშავდა.
„ყველა განცხადება უსამართლოა, რომ კონსტიტუციაზე ძალადობა ხდება. ისეთი დათმობები გაკეთდა, როგორიც არ მახსოვს ოდესმე ყოფილიყო საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების დროს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ძალიან გვაინტერესებს შეფასება როგორი იქნება, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნა დადებითი უნდა იყოს, რადგან 23 რეკომენდაციის აბსოლუტური უმრავლესობა გაზიარებულია და რამდენიმე ტექნიკური საკითხი იყო, რომელიც მესამე მოსმენისას დაზუსტდება. კრიტიკულ დასკვნას არ ველოდები”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები