“ზაჰესის ხიდს პრობლემა არ შექმნია, მაღალი წნევის წყლის მილი გასკდა და ხიდთან შესასვლელი გზა დააზიანა”

თბილისის მერი დავით ნარმანია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ხიდს რაიმე სახის პრობლემა არ შექმნია, მაღალი წნევის წყლის მილი გასკდა, რამაც ხიდთან მისასვლელი გზა დააზიანა.
მისივე თქმით, პასუხისმგებელი კომპანია და მერიის კეთილმოწყობის სამსახური ადგილზეა, რათა მოკლე ვადაში მოხდეს აღნიშნული დაზიანების აღდგენა. ”ხიდს რაიმე სახის პრობლემა არ შექმნია. ხიდის სათავეში გასკდა მაღალი წნევის წყლის მილი, რომელმაც გამოიწვია ხიდთან შესასვლელი გზის ნაწილის დაზიანება. კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და მერიის კეთილმოწყობის სამსახური ადგილზეა, რათა მოკლე ვადაში მოხდეს აღნიშნული დაზიანების აღდგენა, რის შემდეგაც, ხიდზე მოძრაობა აღდგება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. თბილისის მერიის განმარტებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები