რამაზ საყვარელიძე: პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნის სტრატეგია სწორად გამოხატა

ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ გაეროში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები – „საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი რგოლია“ ქვეყნის სტრატეგიას სწორად გამოხატავს.
საყვარელიძემ აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის სიტყვები უბრალოდ საქართველოზე საუბარი არ ყოფილა უფრო შეთავაზებასა და კონკრეტულ გზავნილებს გამოხატავდა.
„კვირიკაშვილის გამოსვლა მე მომეწონა, რადგან წინ წამოწეული იყო, ის თემები, რომელიც იქ მყოფი საზოგადოებითვის მნიშვნელოვანია. ასევე ყველაზე მეტად მომეწონა, რომ პრემიერმა განმარტა – საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი რგოლია და რომ იგი ერთნაირად ეძებს ბაზრებს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. ასეთი ხაზგასამა, როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური პოლიტიკისა ამ ტრიბუნიდან არ მახსენდება. ამ საკითხის ასე კონკრეტული ხაზგსმა ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან იქ იმყოფებოდნენ, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორები. პრინციპში კონკრეტული სიტყვებით კვირიკაშვილმა მათ ურთიერთობების უმოკლესი გზა შესთავაზა. ასე რომ პრინციპში, ეს არ იყო უბრალოდ საუბარი საქართველოზე, ეს უფრო იყო – შეთავაზება რას სთავაზობს მათ საქართველო. მოკლედ, მის საუბარში აქცენტები იყოს სწორად დასმული“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო რეფორმაზე და მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები