ზაჰესის ხიდთან სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება

კომპანია „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელმა, მამუკა კიკალიშვილმა ზაჰესის ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაჰესის ხიდთან უმოკლეს დროში მოხდება.
მისი თქმით, წყლის მილი, რომლის დაზიანებამაც გზის ჩანგრევა გამოიწვია, საბჭოთა კავშირის დროინდელია, თუმცა ხიდისა და გზის რეაბილიტაციის პერიოდში მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, კომპანიამ მისი გამოცვლა საჭიროდ არ ჩათვალა.
„დღეს შემოვიდა შეტყობინება გზის სავალი ნაწილის ჩანგრევასთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს დიაგნოსტიკური სამუშაოები. დღესვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და უმოკლეს ვადაში მოხდება დაზიანების აღმოფხვრა. ზოგადად, კომპანიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს, აღნიშნული მილი საბჭოთა დროს არის ჩადებული, თუმცა მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. გარკვეულ მონაკვეთებზე მოხდა მილის გამოცვლა. თუმცა აღნიშნული ხაზი 8-კილომეტრიანია. შესაბამისად, მისი სრულად გამოცვლა ვერ მოხერხდა და ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო”, – განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები