თბილისის მერია: ზაჰესის ხიდზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერია ზაჰესის ხიდთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მათი ინფორმაციით, ზაჰესის ხიდზე იმყოფება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც, რომლის განმარტებით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.
მისივე თქმით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანების გამო მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს.
მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ი აღადგენს გზის დაზიანებულ ნაწილსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები