ზურაბ ტყემალაძე: თანხა ჯერ არ შემიწირავს, მაგრამ ვაპირებ

შემწირველმა უნდა იცოდეს, რომ ის თავის შეწირულ თანხას სწორ მიმართულებას აძლევს, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა პარტიის” ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. ტყემალაძე მმართველი გუნდისთვის წინასაარჩევნო პერიოდში თანხის შეწირვას აპირებს.
„ამ დრომდე მე თანხა, არ შემიწირავს „ქართული ოცნებისთვის”, მაგრამ ამის გაკეთებას ვაპირებ. მთავარია, შემწირველმა იცოდეს, რომ თავის შეწირულ თანხას სწორ მიმართულებას აძლევს და ის ქვეყნის სასიკეთოდ იქნება გამოყენებული”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები