ზურაბ ტყემალაძე: ის, რომ „ოცნება” უალტერნატივოა, ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს

საკრებულოებში, რა თქმა უნდა, მოხვდებიან სხვა პარტიებიც, მაგრამ ის რომ „ოცნება” უალტერნატივოა, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა პარტიის” ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. ტყემალაძე პროგნოზირებს, რომ არჩევნებში მმართველი გუნდი მაქსიმალურ შედგეს დადებს.
„ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში რა საკვირველია ვიხილავთ სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც, მაგრამ ის რომ “ოცნება” უალტერნატივოა, ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. ამას აქვს თავის ობიექტური მიზეზები, ხელისუფლების მხრიდან უკვე შედეგია ის, რომ 2014 წელს გვექნება პროპორციული არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შედეგიანად განხორციელდა. ახლა პასუხისმგებლობა გაცილებით მეტად აქვს ხელისუფლებას აღებული, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებების დროს ხდებოდა”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები