ზურაბ ტყემალაძე: ძირითადი გამოწვევები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა

​ძირითადი მიმართულება ყველგან დასაქმების პრობლემაა, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა პარტიის” ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. ტყემალაძე იმ მიმართულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი აზრით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს.
„ძირითადი მიმართულებები ხელისუფლებისთვის ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვაა, ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება დასაქმების პრობლემა, საჭიროა მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. პრობლემა და გამოწვევა კიდევ ერთი, რომელიც წლებია აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა”, -განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები