დიმიტრი ორმოცაძე: ზაჰესის ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა, რამაც დაზიანება გამოიწვია

გლდანის რაიონის გამგებლის განცხადებით, ზაჰესის ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა. როგორც გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია.
მისივე თქმით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა. „ზაჰესის მეორე, ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ადგილზე არიან და მიმდინარეობს სამუშაოები. წყალი გადაიკეტა, თუმცა სისტემებში დაგროვილი წყალი ამ ადგილას მოედინება და პირველ რიგში, წყლის ნაკადმა უნდა იკლოს“, – აღნიშნა ორმოცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები