ზაჰესში ხიდი ჩაინგრა

ზაჰესში ხიდი ჩაინგრა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხისმგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია”, რადგან შემთხვევის ადგილზე წყლის მილია გამსკდარი, რამაც სავარაუდოდ, ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები