მარიამ ჯაში: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი ტრიბუნა ყოვლისმომცველი ანგარიშისა და გზავნილებისთვის გამოიყენა

“პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი ტრიბუნა ყოვლისმომცველი ანგარიშისა და გზავნილებისთვის გამოიყენა, რათა გაეჟღერებინა საქართველოს წარმატებები და განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინა ოკუპაციის საკითხებზე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პრემიერ-მინისტრის გაეროს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას.
მისივე თქმით, გაეროს სისტემის მხრიდან საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერაა გამოთქმული.
“გაეროს 72-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ჰქონდა საკმაოდ დატვირთული და წარმატებული ვიზიტი, იყო უმაღლესი დონის შეხვედრები. პრემიერ-მინისტრი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, რომელთანაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ოკუპაციის საკითხები განიხილეს. გაეროს სისტემის მხრიდან საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა იყო გამოთქმული. პრემიერის გამოსვლა იყო მკაფიო აქცენტებით გამორჩეული, მან მიმოიხილა საქართველოს მიერ მიღწეული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური შედეგები და წარმატებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ოკუპაციის პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, სამწუხაროდ ეს ნაბიჯები დარჩა რეაგირების და პასუხის გარეშე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი ტრიბუნა ყოვლისმომცველი ანგარიშისა და გზავნილებისთვის გამოიყენა, რათა გაეჟღერებინა საქართველოს წარმატებები და განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინა ოკუპაციის საკითხებზე”,-აღნიშნა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები