გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში სუამი-აშშ-ის შეხვედრა გაიმართა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუამი-აშშ-ის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის და აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკის მონაწილეობით.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ სუამი-აშშ-ის მრავალწლიან თანამშრომლობას და აშშ-ის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნულ ფორმატში. ხაზი გაესვა სუამის ფარგლებში სექტორალური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. აღინიშნა სუამის დიდი პოტენციალი საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სუამი-აშშ-ის ფორმატის ამ მიმართულებით, ისევე როგორც სხვადასხვა პროექტების და ინიციატივების შემდგომი ეფექტური რეალიზაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები