დავით ბაქრაძე: საქართველო გახდა ინოვაციური კომიტეტის პრეზიდენტი და ჩვენი წარმატებები ამ თვალსაზრისით იქნა აღიარებული

,,მნიშვნელოვანია, ის მხარდაჭერა რაც მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაეროს წლევანდელ სესიაზე დავინახეთ და უნდა ითქვას, რომ ეს ხელისუფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია“, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს მკაფიოდ გააცნო ის წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
მისივე თმით, საქართველოს ყველა ეს წარმატება საქართველოს მთავრობის მიერ ინკლუზიური, გამჭირვალე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გატარებული პოლიტიკის აღიარებაა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს მკაფიოდ გააცნო ის წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ეს წარმატებები, აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და დაფიქსირებულია კვლევებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონალური კვანძის ადგილს იმკვიდრებს. უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაეროს წლევანდელ სესიაზე დავინახეთ და უნდა ითქვას, რომ ეს ხელისუფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ასევე, ეს გენერალური ასამბლეა იყო წარმატებული საქართველოსთვის გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, ეს არის აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ ინკლუზიური, გამჭირვალე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გატარებული პოლიტიკისა, საქართველო გახდა ასევე ინოვაციური კომიტეტის პრეზიდენტი და საქართველოს წარმატებები ამ თვალსაზრისით იქნა აღიარებული”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები