გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მოქალაქეებს ცენტრალური ადგილი უჭირავთ მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება

საქართველოს მოქალაქეებს ცენტრალური ადგილი უჭირავთ მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება, – ამის შესახეხბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იზრდება, სიცოცხლით სავსეა და მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში.
“საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს. და ეს იმიტომ, რომ საქართველოს მისი მოქალაქეები შეადგენენ. მათ ცენტრალური ადგილი უჭირავთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება. საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა. მსოფლიოსთან უფრო მტკიცე კავშირებს კი სარგებელი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოაქვს. მათი ეკონომიკური წარმატება არის როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მდგრადი კეთილდღეობის წინაპირობა. დღეს მე მოგმართავთ, როგორც ჩვენი ერის მსახური და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს საქართველოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები