მიხეილ ჯანელიძე: გაერო-ში საუბარი შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც აქტიურად აწარმოებს საქართველოს მთავრობა

„გაერო-ში საუბარი შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც აქტიურად აწარმოებს საქართველოს მთავრობა, ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით შევძლოთ ამ კონფლიქტის გადაჭრა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
ჯანელიძე გაერო-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი. ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. გამოსვლისას საუბარი შეეხო რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების წინაშე მდგარ საკითხებს. საუბარი შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც აქტიურად აწარმოებს საქართველოს მთავრობა. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით შევძლოთ ამ კონფლიქტის გადაჭრა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები