საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქით დაზარალებულებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან, ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო, დაზარალებულებს მიუსამძიმრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სოლიდარობა გამოუცხადა იმ ქვეყნების ხალხსა და მთავრობებს, რომლებსაც სტიქიური უბედურება  თავს დაატყდათ.
„ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს – ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებს და ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები