არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი, არჩილ ხანდამაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ბაკურციხის რთველში სტუმრობის შემდეგ იგი კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდა, ხოლო კარდაკარის პრინციპით ამავე სოფლებში რამდენიმე ოჯახს ესტუმრა.
არჩილ ხანდამაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათ სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა.
„ჩვენს დალოცვილ სამშობლოს ბევრი წარმატებული ადამიანი ჰყავს, რომლების მეშვეობითაც ჩვენი ქვეყანა საინტერესო და განსაკუთრებული ისტორიის მქონე ქვეყანად იქცა მთელი მსოფლიოსთვის. მე მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ჩვენი გურჯაანისთვის, ძალიან ბევრი შრომისმოყვარე, საქმის მცოდნე და განათლებული ადამიანი ჰყავს გამოზრდილი ჩვენს კუთხეს, ამიტომაც სწორედ დღეს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის. გპირდებით, თქვენს გვერდით ვიდგები და აქტიურად ვიმუშავებ თითოეულ პრობლემაზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი გურჯაანი და უნდა გამოვაცოცხლოთ კულტურული ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ამას შევძლებთ“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები