საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
გაერო-ს შტაბბინაში ღნისძიება გაიმართა,რომელშიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
კვირიკაშვილმა სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინოვაციური დაფინანსებისკენ მიმართულ გლობალურ საქმიანობაში.
„ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ ამ ახალ როლს. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ გაერო-სთან, მთავრობებთან, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ გლობალური მოქმედების გააქტიურებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითად დაასახელა „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ – ინოვაციური დაფინანსების და მიკროფილანთროპიის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელმაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის მიზნის გარშემო 60 000-ზე მეტი საჯარო მოხელე და 50 კომპანია გააერთიანა.
საქართველოს, როგორც სამდივნოს თავმჯდომარეს, პროფესორი, პარლამენტის წევრი, საქართველოს სოლიდარობის ფონდის თანადამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში წარმოადგენს.
მაღალი დონის ღონისძიება – „ინოვაციური დაფინანსების განმტკიცება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ საფრანგეთისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივი სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები