სიმონეთში, სამხედრო პოლიგონზე ხანძარი ლოკალიზებულია

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში, სამხედრო პოლიგონზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა რჩება, როგორც როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს,ამ ეტაპზე დაკვამლიანებაც კი აღარ შეინიშნება. “სამხედრო პოლიგონზე, სიმონეთში ხანძარი ლოკალიზებულია, პრევენციის მიზნით ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის დაკვამლიანებასაც კი ვერ დავარქმევთ იქ არსებულ მდგომარეობას. შეინიშნება მხოლოდ რამდენიმე მხრჩოლავი საგანი.”-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში სამხედრო პოლიგონზე ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები