გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს.
ოფიციალური მიღება აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები