“ოპოზიციას სადავოდ რჩება ერთადერთი საკითხი ეს არის თარიღი და არა კონსტიტუცია, რაც ნიშნავს, რომ კონსტიტუცია კარგია”

„ოპოზიციას სადავოდ რჩება ერთადერთი საკითხი, ეს არის თარიღი, თარიღი და არა კონსტიტუცია, რაც ნიშნავს, რომ კონსტიტუცია არის კარგი”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უმრავლესობამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების დროს გაითვალისწინებს ერთჯერადად ბლოკების და პროპორციული არჩევნების სისტემაში ბონუსის საკითხს.
„ამით პრაქტიკულად ყველა არსებითი რეკომენდაცია, რომელიც მოგვაწოდა ვენეციის კომისიამ იქნება გათვალისწინებული. ოპოზიციას სადავოდ რჩება ერთადერთი საკითხი, ეს არის თარიღი, თარიღი და არა კონსტიტუცია, რაც ნიშნავს, რომ კონსტიტუცია არის კარგი, პროგრესული და ის უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებად”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები