საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები გაეცნენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ელექრონული სერვისებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრაზე იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტურიც მოეწყო, რომლის მიმდინარეობისას ფორუმის მონაწილეთა დელეგაცია სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო. ტურის შემდეგ, სტუმრებმა იუსტიციის სამინისტროს სხვა სსიპების წარმომადგენლების მოხსენებებიც მოისმინეს.
ფორუმის მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირებით სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.
საერთაშორისო ვაჭრობისა და სამთავრობო შესყიდვების საკითხებისადმი მიძღვნილი რეგიონალური ფორუმი 19-22 სექტემბერს, თბილისში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (WTO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით იმართება. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები