დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოაწყო

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ინიციატივით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოეწყო.
როგორც „კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მასში თბილისის 48-ე, 138-ე, 143-ე, 149-ე და 159-ე საჯარო სკოლებიდან 60-მდე მოსწავლე მოხალისეობრივად ჩაერთო.
მოზარდებმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და პანსიონატის თანამშრომლებთან ერთად პანსიონატის ეზო და შენობა დაასუფთავეს, ღობეები შეღებეს და მცენარეები მოაწესრიგეს. დასუფთავების აქციაში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავაც მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ხანდაზმულთა პანსიონატთან, რომლის ბენეფიციარების მხარდასაჭერად პროგრამა – „ორი თაობა“ მიმდინარეობს. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს ყოველკვირეულად სტუმრობენ და მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები