“ოპოზიცია ერთ მარტივ კითხვაზეც არ გვცემს პასუხს, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს“

ე.წ. ბონუსების სისტემა და საარჩევნო ბლოკები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ე.წ. საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას.
რაც შეეხება ოპოზიციასთან კონსენსუსს, მდინარაძის თქმით, კონსენსუსი თავად ოპოზიციის მიზანი არ არის.

„ოპოზიცია ერთ მარტივ კითხვაზეც არ გვცემს პასუხს, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათი მიზანი არ არის კონსენსუსი და შესაბამისად, კონსენსუსი ვერ მიიღწევა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები