დაბა კაზრეთში ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლება მოგვარდება

დაბა კაზრეთში, მრავალსართულიანი საცხოვრებელ
კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები იწყება.
რამდენიმე დღეში აქტიურად დაიწყება დაბა კაზრეთის 17 კორპუსში 22 ახალი ლიფტის შახტის მონტაჟის სამუშაოები. ძველ, ამორტიზებულ ლიფტებს ახალი ჩაანაცვლებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა, გამარჯვებული გამოვლენილია, რომელმაც სამუშაოები 90 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
დაბა კაზრეთის კორპუსებში სულ 68 ლიფტის შახტაა, დარჩენილი 46-ის რეაბილიტაცია მომავალ წელს განხორციელდება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები